Mtiuleti ride

წასულები ვიყავით დასასვენებლად მთიულეთში. ველიკით შემოვიარეთ მთელი მთიულეთი. ვესტუმრეთ რამოდენმეჯერ ხადას ულამაზეს ხეობას. ყველას გირჩევთ მოინახულოთ ხადას ულამაზესი ხეობა რომელსაც ყოველ წელს სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. ვიყავით ყაზბეგშიც გერგეთის სამებაზე ასულები ველიკით. ყოველ დილით მივირთმევდით მჟავე მინერალურ წყალს (ვეძას). დასვენება იყო დაუვიწყარი. ყოველ დღე ვარჯიშობდი დავდიოდი მთაში ვიწრო ბილიკებით. ვბანაობდით ყოველ დღე მდინარე არაგვში და ვიჭერდით კალმახს. ყოველ საღამოს სახლში ვქეიფობდით და ვატარებდით კაი დროს. ამინდები იყო შესანიშნა უღრუბლო ცით და მზიანი დღით.

Georgia,Tbilisi. Khada

Posted on: 28 August 2009 by: admin @ 11:03 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , , , , ,

Ride earth

გვესტუმრა მსოფლიო ველო მოგზაური Km Nguyen. კიმი ჩამოვიდა ავსტრიიდან სულ ველოსიპედით საქართველოში. გზად გამოიარა 20 ქვეყანა და მოგზაურობას დაასრულებს დანიაში 4თვეში. სადაც მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო გამოფენაზე სადაც წარადგენს საქართველოში გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალასაც. კიმს გავუწიე 5 დღიანი მასპინძლობა. გავაცანი ქართული კულტურა და ადათ წესები. ძაან მოიხიბლა ქართული სტუმართ მასპინძლობით და ქართული სუფრით. ჩვენ რისი მთის ველო ბაიკერები ვიქნებოდით რომ არ წაგვეყვანა ველოსიპედით მთაში. ავედით კუსტბაზე სადაც კიმმა იცურავა და გავაგრძელეთ გზა ზემოთ მთაში წყაროს მიმართულებით. გზაში შეგვხვდნენ რუსთაველი ველო ბაიკერები რომლებიც დაგვემგზავრნენ თან.
მეორე დღეს ტელო კომპანია Rustavi2 -მა  მოამზადა ჩვენზე რეპორტაჟი რომელიც გაშვებული იქნა 9საათიან კურიერში. კიმს ძალიან მოეწონა საქართველო მისი ბუნება კუსტბა მისი შემოგარენი და გაოცებულიც კი დარჩა ჩვენი ფიზიკური მომზადებით. დაგვპირდა რომ კიდევ ერთხელ ესტუმრება საქართველოს.
Georgia,Tbilisi.Svan Tower (15)

Posted on: by: admin @ 10:48 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,

Manglisi ride

ერთი კვირის წინ ვიყავით წასულები მანგლისში. წყნეთამდე ავედით ჩვენი მიკრო ავტობუსით და იქიდან გავაგრძელეთ გზა ველოსიპედებით მანგლისისკენ. გზის მონაკვეთი ვიარეთ სულ ასფალტით. ტრანსპორტი ამ მხარეში მოძრაობს ძალიან იშვიათად და არ უქმნის ველო მრბოლელს არავითარ დისკომფორტს. ამინდი იყო შესანიშნავი. ბუნება იყო ულამაზესი და იყო სუფთა ჰაერი. გავიარეთ დიდგორი და ასევე ბევრი ისტორიული ადგილი. თბილისიდან მანგლისამდე და უკან გზაზე მანძილი გავიარეთ სულ 125.კმ. 4საათში. მოგზაურობა იყო დაუვიწყარი იმხელა სიამოვნება განვიცადეთ.

Georgia, Chokhlt Khevi - May 2009 (16)

Posted on: 22 August 2009 by: admin @ 12:55 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , , , ,
Older Posts »