ოქტომბრის შუარიცხვებში ჩემ ორ ინგლისელ მეგობართან ერთად, რომლებიც არიან მსოფლიო ველო მოგზაურები, ერთი ჩამოვიდა ინდოეთიდან და მეორე აფრიკიდან ველოსიპედით. ყველანი წავედი ერთად სამოგზაუროდ ფშავ-ხევსურეთში. პირველ ღამეს დავრჩით ჩემ აგარაკზე არაგვისპირში. მეორე დილით გავემართეთ ხევსურეთის მიმართულებით და ღამე გავათიეთ კარვებში სოფელ ბარისახოდან მოცილებით უღრან ტყეში მინდორზე, სადაც დავანთეთ დიდი კოცონი და შევწვით მწვადი და მივირთვით ცხელი ჩაი. იმ ღამესვე ჩვენთან ახლოს აღმოვაჩინე თბილისიდან ჩამოსული სტუდენტების ბანაკი რომლებიც იმყოფებოდნენ 10 დღით ჩამოსულები ალპინიადაზე ხევსურეთში. მათმა მიმიპატიჟეს თავისთან და ერთმანეთის სადრეგრძელოც შევსვით. მეორე დილით გავემართეთ შატილის მიმართულებით.
გეგმაში მქონდა რომ ერთ დღეში ჩავიდოდით შატილში, იმიტომ ვჩქარობდი რომ ამინდები არ გაუარესებულიყო და თოვლს არ მოესწრო ჩვენთვის, თორემ შეიძლებოდა იმ მთებში 4მ. სიმაღლე თოვლში მოვყოლილიყავით და გავიყინულიყავით. გადასავლელი გვქონდა დათვის უღელტეხილი რომელიც 2700მ. სიმაღლეზე მდებარეობდა. უკვე მწვერვალზე ასულებს ჩვენ ინგლისელ მეგობარს ძაან გაუჭირდა მთაში სიარული ველოსიპედით და საჭიროდ ჩავთვალე უკან დავბრუნებულიყავით და შეგვეწყვიტა მოგზაურობა რადგან ნელი სიარული ჩემ გეგმებს ძაან ცილდებოდა. იმ ღამესაც დავრჩით მთაში კარვებში. ღამე ციოდა და გვესმოდა ძაან ბევრი ნადირის ყმუილი.
თავდაპირველად ჩემი გეგმა ასეთი იყო ვაპირებდით ჩასვლას ძალიან ხანმოკლე დროში შატილში და გადასვლას მოკლეზე მთის ვიწრო ბილიკით მკვდართა ქალაქის გავლით თუშეთში “ომალოში” და ბოლოს მოგზაურობას დავამთავრებდით ყაზბეგში.
გზაში შემოგვხვდა ხევსური შავი ცხენით და ვთხოვე შემჯიბრებოდა სწორეზე მე ველოსიპედით და ის თავისი ცხენით, რაზედაც სიხარულით დამთანხმდა და თან გადავიღეთ ვიდეო. 100მ.-200მ. მანძილში გავასწარი ცხენს და თან ზურგზე მეკიდა 25კგ ზურგჩანთა.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გულთბილი მიღებისათვის ჩემი მეგობრის გრანჯას დედას რომელიც ცხოვრობს სოფელ ხახმატში და რომელმაც უგემრიელესი ხევსურული ყველი გამოგვატანა.














“да, новость пошла по инету и распространяется со старшной силой”
Comment by Интенс — 21 December 2009 @ 6:44 PM