ოქტომბრის შუარიცხვებში ჩემ ორ ინგლისელ მეგობართან ერთად, რომლებიც არიან მსოფლიო ველო მოგზაურები, ერთი ჩამოვიდა ინდოეთიდან და მეორე აფრიკიდან ველოსიპედით. ყველანი წავედი ერთად სამოგზაუროდ ფშავ-ხევსურეთში. პირველ ღამეს დავრჩით ჩემ აგარაკზე არაგვისპირში. მეორე დილით გავემართეთ ხევსურეთის მიმართულებით და ღამე გავათიეთ კარვებში სოფელ ბარისახოდან მოცილებით უღრან ტყეში მინდორზე, სადაც დავანთეთ დიდი კოცონი და შევწვით მწვადი და მივირთვით ცხელი ჩაი. იმ ღამესვე ჩვენთან ახლოს აღმოვაჩინე თბილისიდან ჩამოსული სტუდენტების ბანაკი რომლებიც იმყოფებოდნენ 10 დღით ჩამოსულები ალპინიადაზე ხევსურეთში. მათმა მიმიპატიჟეს თავისთან და ერთმანეთის სადრეგრძელოც შევსვით. მეორე დილით გავემართეთ შატილის მიმართულებით. (Read more…)
Ride in Birtvisi mountain forest
ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი წასული ველოსიპედით თეთრიწყაროს რაიონში ბირთვისების ტყეში ღამის თევით მეგობრებთან ერთად. შუა ტყეში დამონტაჟეს აპარატურა და გავმართეთ დიდი დისკოტეკა გათენებამდე. მოწვეული გვყავდა 5 ქართველი და უცხოელი დიჯეი რომლებმაც შეასრულეს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია. ბირთვისები განსაკუთრებულად კაია ველოსიპედით მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით მათვის ვისაც იზიდავს ექსტრიმი. მოვიარე მთელი ციხე სიმაგრეები და მდინარეები ველოსიპედით.













