Pshav-khevsureti Shatili ride

ოქტომბრის შუარიცხვებში ჩემ ორ ინგლისელ მეგობართან ერთად, რომლებიც არიან მსოფლიო ველო მოგზაურები, ერთი ჩამოვიდა ინდოეთიდან და მეორე აფრიკიდან ველოსიპედით. ყველანი წავედი ერთად სამოგზაუროდ ფშავ-ხევსურეთში. პირველ ღამეს დავრჩით ჩემ აგარაკზე არაგვისპირში. მეორე დილით გავემართეთ ხევსურეთის მიმართულებით და ღამე გავათიეთ კარვებში სოფელ ბარისახოდან მოცილებით უღრან ტყეში მინდორზე, სადაც დავანთეთ დიდი კოცონი და შევწვით მწვადი და მივირთვით ცხელი ჩაი. იმ ღამესვე ჩვენთან ახლოს აღმოვაჩინე თბილისიდან ჩამოსული სტუდენტების ბანაკი რომლებიც იმყოფებოდნენ 10 დღით ჩამოსულები ალპინიადაზე ხევსურეთში. მათმა მიმიპატიჟეს თავისთან და ერთმანეთის სადრეგრძელოც შევსვით. მეორე დილით გავემართეთ შატილის მიმართულებით. (Read more…)

Posted on: 30 October 2009 by: admin @ 14:57 Filed under: Mountain Biking — Tags: , ,

Ride in Birtvisi mountain forest

ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი წასული ველოსიპედით თეთრიწყაროს რაიონში ბირთვისების ტყეში ღამის თევით მეგობრებთან ერთად. შუა ტყეში დამონტაჟეს აპარატურა და გავმართეთ დიდი დისკოტეკა გათენებამდე. მოწვეული გვყავდა 5 ქართველი და უცხოელი დიჯეი რომლებმაც შეასრულეს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია. ბირთვისები განსაკუთრებულად კაია ველოსიპედით მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით მათვის ვისაც იზიდავს ექსტრიმი. მოვიარე მთელი ციხე სიმაგრეები და მდინარეები ველოსიპედით.

Georgia Pshav-khevsureti Shatili 2009 (121)

Posted on: by: admin @ 13:26 Filed under: Mountain Biking — Tags: , ,

Tbilisi Loop

ცოტა ხნის წინ მყავდა სამი ძალიან საინტერესო ამერიკელი სტუმარი რომლებიც დავპატიჟე ველოსიპედით საკატაოდ. თბილისიდან ველოსიპედებით ავედით კოჯორში და დავბრუნდით ტაბახმელის ტყის ბილიკებით უკან პირდაპი ძველ თბილიში და ვივახშმედ შარდენზე სადაც პირველად გამასინჯეს ამერიკული ჰამბურგერი სახელად სააკაშვილი.

Georgia Tbilisi 2009 (4)

Posted on: by: admin @ 12:34 Filed under: Mountain Biking — Tags: , ,