2 მაის გაიმართა ველო რბოლა გუდაური თბილისის მონაკვეთზე. სადაც მიიღო მონაწილეობა 60-ამდე ველო მოყვარულმა. ველო რბოლას წინ მიუძღოდათ ასოციაცია “ველო-ლიგის” პრეზიდენტი და ძალიან ცნობილი ქართველი ველო მრბოლელი ჯუმბერ ლეჟავა. მთლიანმა მანძილმა შეადგინა 130კმ. გენერალური სპონსორი იყო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სპორტული მაღაზია “მაგელანი” და სასტუმრო “გუდაური”.
ველო რბოლა ჩატარების მიზანი იყო ხელის შეწყობა ჯანსარი ცხოვრებისა და ველოსიპედების პოპულარიზაციისათვის საქართველოში. ღონისძიება იყო ნებისმიერი მსურველისათვის უფასო. მთავარი იყო გყოლიყო ველოსიპედი. ავტობუსები გავიდნენ დილით 7 საათზე თბილისიდან გუდაურის მიმართულებით. ღონისძიება იყო კარგად დაგეგმილი, გზაზე რამოდენიმეჯერ შეჩერდნენ და მოეწყო პიკნიკი.
2 მაისს ამინდი დაემთხვა ღრუბლიანი რის გამოც ბევრმა მსურველმა უარი განაცხადა რბოლაში მონაწილეობის მიღებაზე. ნატახტარში მოსულ მრბოლელებს გაუწვიმდათ და დასველდნენ, რის გამოც მოუწიათ ავტობუსში ჩასხდომა და თბილისამდე ავტობუსით მგზავრობა. ზუსტად 7 საათზე შემოვიდნენ თბილიში და რბოლა დასრულდა თავისუფლების მოედანზე.
Mountain bike mass demonstration ride from Gudauri to Tbilisi 02.05.2010
No Comments »
No comments yet.
RSS feed for comments on this post. TrackBack URL



