30 აპრილს ჩატარდა მთის ველოსპორტის სახეობაში შეჯიბრის მეორე ეტაპი. გამოვლინდა გამარჯვებული უფროსი წლოვანების ასაკში პირველ ადგილზე გავიდა გიორგი ნადირაძე, მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისელი სპორცმენი, მესამე ადგილზე კი წინა ეტაპის გამარჯვებული ბესო გავაშელი, მეოთხე ადგილზე გავიდა გიგა ძულიაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სპონსორებისგან დაწესებული ჯილდოები. ასევე უმცროსი წლოვანების ასაკში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. სპონსორები იყვნენ თბილისის მერია, რედბული და ა.შ.
შეჯიბრის გზა იყო ნაწვიმარი და ძალიან ტალახიანი, ისე რომ ბევრი ველოსპორცმენი გამოეთიშა რბოლას. ფაქტიურად საბურავები იჭედებოდა ტალახისგან და აგარ ბრუნავდა. სპორცმენებს უწევდათ ზოგ მონაკვეთში ხელით ტარება ველოსიპედების. შემდეგი ეტაპი გაიმართება მალე. იმედი გვაქ შემდეგ ეტაპისთვის დავით ჩოხელი დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. მას ამჯერად როგორც ვიცით ხელის ტრამვა აწუხებს.
Cross country mountain bike racing in Georgia,Tbilisi 30.04.2010
Open Mountain bike race 27.03.2010
27 მარტს თბილისში ჩატარდა დიდ დიღომში შეჯიბრი მთის ველო სახეობაში. ეს იყო სეზონის გახსნა. წმინდა გამრჯვებით გამოვლინდა გამარჯვებული ბესო გავაშელი, მან პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მინდა მივულოცო. ამ წელს დაგეგმილია მთის ველო სახეობაში ბევრი შეჯიბრება და ბევრი პრიზი. ეს შეჯიბრი მთის ველო სახეობაში საქართველოში ჩატარდა მეორედ.
შემდეგი შეჯიბრი დაგეგმილია 25 აპრილს. მონაწილეობა შეეძლება ყველა მსურველს. თანაორგანიზატორია თბილისის მერია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს საკონტაქტო ნომრის ან მეილის საშვალებით. ყველას გისურვებთ “ჯეორაიდერები” წარმატებებს.
North Coucasus mountain ride 7.03.2010
მარტის დასაწყისში ვიყავი ფასანაურში წასული ორი დღით. ფასანაურიდან დილით პირველ დღეს წავედი გუდაურში ველოსიპედით. გუდაურში ასვლისთანავე გუდაურის პოლიციამ ჩემი დანახვისთანავე გამაჩერა და მომიყვა რომ ერთი კვირის წინ ჩემ ასვლამდე სათხილამურო გზაზე მოხდა შეჯახება სხვა ველოსიპედისტსა და მოთხილამურე ტურისტებს შორის. როგორც გუდაურის პოლიციიის უფროსი მომითხრობს ველოსიპედისტი დიდი სიჩქარით შევარდნილა მოთხილამურე ტურისტებში მეორე კანატკის დასაწყისში, ერთი ბიჭისთვის მოუტეხია ფეხი ქალისთვის ბეჭი ამოუგდია და სხვები დაუბეჟია და თავად გაქცეულა და გაქცეულ ველოსიპედისტს ეხლაც ეძებენ. მოკლედ საერთოდ ყველა გამოუცდელ ველოსიპედისტს სასტიკად აეკრძალა სათხილამურო ტრასაზე შესვლა ველოსიპედით სპეციალური ნებართვის გარეშე.
სპეციალური ნებრთვის აღების შემდეგ იმ დღისითვე მოვახერხე რამოდენიმეჯერ ასვალა და დაშვება მეორე მთიდან. კუდები და საძელე ცუდი ამინდის გამო არ მუშაობდა. გადავედი იმ დღესვე გუდაურიდან ბიდარაზე და ბიდარიდან ავედი ჯვარზე რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია ჯვრის უღელტეხილზე. გზა იყო ჩაკეტილი ყველა ავტო სატრანსპორტო საშვალებისათვის ზვავსაშიშროების გამოდ. გზა იყო გაუწმენდავი თოვლისგან გუდაურიდან ბიდარამდე და ბიდარიდან ჯვრამდე. პოლიცია არსად ჩანდა და გადავჭერი ჩაკეტილი ბარიერი ველოსიპედით და გავაგრძელე გზა 30სმ თოვლში ველოსიპედით ჯვრის ყველაზე მაღალ წერტილამდე. გავიარე გვირაბი, გავიარე ბიდარა და მივაღწიე ჯვარს და მისვლისთანავე ამოვარდა გრიგალი. სასწრაფოდ მომიწია გამობრუნება უკან რადგანაც ნამქერი ფარავდა გზას და თან სუნთქვა მიჭირდა და მგუდავდა. ველოსიპედის გრადუსის მაჩვენებელი მიჩვენებდა -8 გრადუს ცელსიუს ყინვას. ფაქტიურად უცბეად დაეცა ტემპერატურა. 30სმ თოვლი გზაზე გახდა 1მ სიმაღლის და გზა სულ გადაფარა. სამწუხაროდ იმ დღისით თან არ მქონდა ფოტო აპარატი რომ ეს სილამაზე დამეფიქსირებინა. როდესაც უკან დავბრუნდი ჩემი დანახვისთანავე საგზაო პოლიცია მთლად შეიშალა, რომლებიც აკონტროლებდნენ ჩაკეტილ ტერიტორიას რომ არავინ შესულიყო და არ ეგონათ თუ ვინმე იმყოფებოდა დაკეტილ ზონაში ზვავსაშისროების გამოდ. ფაქტიურად ჩემი გასვლის დრო დაემთხვა იმ დროს როდესაც საგზაო პოლიცია ერთი წამით იყო გასული. აბა ექსტრიმი რის ექსტრიმია თუ ექსტრემალურ სიტუაციებში არ მოხვდი.
იმ დღესვე ჩემი ოჯახის მეგობრებთან ერთად გიტარით და სიმღერის თანხლებით ვიქეიფეთ გუდაურის რესტორანში. მხიარული დრო ვატარეთ გვიანობამდე დამქანცველი დღის შემდგომ.
მეორე დღეს ასევე ავედი გუდაურში ველოსიპედით სახლიდან. გზადაგზა მანქანებს აჩერებდნენ უცხოელი ტურისტები და ჩემთან ერთად იღებდნენ სურათებს და ათას კითხვას მისმევდნენ. 2000მ მეწყებოდა დატვირთვა სხვანაირი კუნთების და გამოდიოდა მაგარი ვარჯიში. ასევე გზადაგზა ვსვავდი სხვადასხვა მინერალურ მჟავე წყალს. გუდაურში ასვლისას შმხვდა რუსული არხის ტელევიზია და ჩამომართვეს ინტერვიუ, რომელიც გავიდა მეორე დღისით რუსულ არხებზე. ნახეთ მეორე დღის გადაღებული სურათები. შემდეგ კვირაში კიდევ ვაპირებ წასვლას.












