Night ride in Kojori single track Coucasus mountain 24.08.2010

გუშინ წავედი მარტო კოჯორში სპეციალურად საღამოს კუსტბის გავლით ველოსიპედი KONA- თი და საათი და თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ უკვე კოჯორში ვიყავი რომ დამიღამდა გზაში. ტემპერატურა ველოკომპიუტერზე 18 გრადუს მიჩვენებდა, სასიამოვნოდ გრილოდა ასე რომ სიცხეს არ შევუწუხებივარ და სწრაფად ვიარე. თან წაღებული მქონდა ღამის ძლიერი ნათების ფარნები, ერთი ჩაფხუტზე დავიმაგრე და მეორე ველოსიპედის ვილკაზე და დავეშვი უღრანი ტყის ბილიკებით ყოფილი პიონერთა ბანაკის გავლით მდინარის ნაპირზე დაბლა თბილისისკენ, 17 კმ ვიარე ტყეში უკუნით სიბნელეში მარტომ. გზაში რამოდენიმეჯერ თვალი მოვკარი ჩემგან ახლოს ჩემ ნაცნობ მგელს და ტურებს. ასევე ბევრია  გარეულ კურდღელი ტყეში.
წინა კვირას მე და ჩემი მეგობარი ხაიმი ერთად ვიყავით წასული ღამის ველო ტურზე კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 3 საათზე და ძალიან ექსტრემალური ტური გამოგვივიდა, დავეშვით ბილიკებით და ხედად გადაგვეშალა ღამის განათებული თბილისი. დაუვიწყარი სილამაზე ვიხილეთ.

Posted on: 25 August 2010 by: david @ 23:07 Filed under: Mountain Biking — Tags: , ,

Manglisi rockdoor monastry ride 7.08.2010

7  აგვისტოს ჯეორიდერები წასული ვიყავით ორი დღით თეთრიწყაროს რაიონში დაბა მანგლისში. საღამო იყო როცა ჩავედით მიკრო ავტობუსით. შუა ღამისას დავიძარით ველოსიპედებით ალპურ ზონისკენ ღამის ფარნებით. ავედით მწვერვალზე მოვნახეთ ლამაზი ადგილი და გავშალეთ კარავი. ცა იყო ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი და ვაკვირდებოდიტ ვარსკვლავთა ცვენას, სიჩუმე იდგა და ისმოდა მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი. მეორე დილით გავემგზავრეთ მანგლისის დაცულ ტერიტორიაზე ველოსიპედებით. მანამდე ვიცურავეთ ბურატინოს ტბაში ცოტა გავგრილდით და დავგეგმეთ 10 კილომეტრიანი მარშრუტი, რადგანაც დრო არ გვრჩებოდა იმის რომ კლდეკარის მონასტერში გადავსულიყავით. მარშრუტი გამოგვივიდა ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავი. ვიარეთ მდინარეებში და დაბურულ წიწვოვან ტყეში. საღამოს მარშრუტიდან  დაბრუნებისას ვიბანავეთ მდინარეში და გამოვემარტეთ მიკრო ავტობუსით თბილისში. შემდეგში ვგეგმავთ კლდეკარის მონახულებას.

Posted on: 11 August 2010 by: david @ 22:14 Filed under: Mountain Biking — Tags: ,

Mountain bike trip in borjomi Kakhisi lake 30.07.2010

30 ივლის ჯეორიდერები დავით ჩოხელი, გიგა, მამუკა, გიორგი, თორნიკე, გოგა და  სტუმარი ხაიმი გავემართეთ ბორჯომის რაიონში მიკრო ავტობუსით. სიბნელე იკო როცა ჩავედით და დავბანაკდით იმ ღამით ბორჯომის პარკში გოგირდის ბასეინებთან სერნებზე. გავშალეთ კარვები დავანთეთ ცეცხლი, ვივახშმეთ და ვიბანავეთ გოგირდის ბასეინში. მეორე დილით ვიცურავეთ ბასეინში და გავემართეთ მთის ველოსიპედებით სოფელ ჩობისხევში, საიდანაც დაიწყო 14 კმ აღმართი უსწორმასწორო მიწიანი რელიეფი. ვიარეთ მთაში 5 საათი და ბოლოს მივედით სოფელში სადაც 4-5 ოჯახი ცხოვრობს, სოფელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში მცხოვრებთ 50 წელიწადია შუქი არავის უნახავს. საღამო იყო როცა ავედით, საკმაოდ ციოდა მიუხედავად იმისა, რომ თბილიში პაპანაქება სიცხე იყო ამ დროს. იმ სოფელში ერთი ბებო ცხოვრობდა რომელიც გაგვიმასპინძლდა და ბიჭებს თბილი ქურთუკები ათხოვა. იმ საღამოს კარვები გავშალეთ კახისის ულამაზესი ტბის ნაპირას და დავანთეთ კოცონი, მივირთვით ბებოს შემწვარი კარტოფილი და გამომცხვარი ხაჭაპური. იმ ღამეს ისე ციოდა ლამის კარვებში გავიყინეთ. კახისის ტბის გარშემო მდებარეობს სამი ულამაზესი პატარა ტბა. ერთი ტბა არის გოგირდოვანი და მეორე ტბას შუაგულში აქვს კუნძული.
მეორე დილით ჩავედით ტბაში და კარგად ვიცურავეთ ბიჭებმა. ტბაში შეინიშნებოდა უამრავი თევზი. ავშალეთ კარვები და გავემგზავრეთ ალპური ზონის მიმარტულებით მთის მწვერვალისკენ 2600 მეტრი ძღვის დონიდან, საიდანაც გადავედით ბილიკების გავლით ბაკურიანში და დავეშვით ისევ ბორჯომისკენ. მტის წვერიდან ცანდა ბორჯომის ტყეს მოკიდებული ცეცხლის კვამლი. გვიან საღამოს გამოვემართეთ თბილისისკენ მიკრო ავტობუსით. ამ სამ დღეში უამრავი რამის ნახვა მოვასწარით თქვენ შეიძლება ვერც კი წარმოიდგენთ.

Posted on: by: david @ 22:07 Filed under: Mountain Biking — Tags:
Older Posts »