19 იანვარს ნათლისღებას ვიყავით კოჯორში ასულები ოთხი კაცი. ახალი თოვლი იყო მოსული დაახლოებით 30 სანტიმეტრი და მაგარი სილამაზე იყო გარშემო. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, გამოვიდა მაგარი მზე და მზის სხივებმა დაათბო არემარე. მერაბს ცეპი გაუწყდა გზაში, აღმართზე ასვლისას გადართო სიჩქარეში და მაგი გახდა გაწყვეტის მიზეზი. კოჯრიდან უკან გაუკვალავით დავეშვით თბილისისკენ და მაგრა ვისიამოვნეთ თოვლზე სრიალით. ჩემსას და აკას ველოსიპედს მუხრუჭები ქონდა რეზინის მიდებით რომ ატორმუზებს დისკზე და თოვლში რომ დასველდა ფაქტიურად აღარ იჭერდა ორივე მუხრუჭი და მოგვიწია ტეხნიკის ხარჟზე დაშვება დარმართში. ფაქტიურად უტორმუზოდ ჩამოვსრიალდით თბილისამდე. ჩამოსვლისას იქვე აღმოვუჩინეთ მერაბის ველოსიპედს დახმარება და ხელსაწყოს დახმარებით გადავაბით ცეპი.
Manglisi ride
ერთი კვირის წინ ვიყავით წასულები მანგლისში. წყნეთამდე ავედით ჩვენი მიკრო ავტობუსით და იქიდან გავაგრძელეთ გზა ველოსიპედებით მანგლისისკენ. გზის მონაკვეთი ვიარეთ სულ ასფალტით. ტრანსპორტი ამ მხარეში მოძრაობს ძალიან იშვიათად და არ უქმნის ველო მრბოლელს არავითარ დისკომფორტს. ამინდი იყო შესანიშნავი. ბუნება იყო ულამაზესი და იყო სუფთა ჰაერი. გავიარეთ დიდგორი და ასევე ბევრი ისტორიული ადგილი. თბილისიდან მანგლისამდე და უკან გზაზე მანძილი გავიარეთ სულ 125.კმ. 4საათში. მოგზაურობა იყო დაუვიწყარი იმხელა სიამოვნება განვიცადეთ.
Manglisi resort ride
წინა კვირა დრეს მთის ველო ბაიკერები ვიყავით ველოსიპედებით წასულები მანგლისში. ამინდი იყო შესანიშნავი რადგანაც კარგად გრილოდა. ბუნება იყო ულამაზესი. მოვინახულეთ რამოდენიმე ციხესიმაგრე. ვიარეთ ტყის ბილიკებით უღრან ტყეში. მთაში შემოგვხვდა 12 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. 5საათი სეირნობის შემდეგ დავეშვით უკან თბილისში.















