Dato Mountain Bike Riding in Gudauri Mountains

იანვარის დასაწყისში ძველით ახალწლამდე ერთი დღით ვიყავი გუდაურში და თან წავიღე ველოსიპედი. ის პერიოდი დაემთხვა რომ ძაან არ ყინავდა მთაში, თორემ შეიძლებოდა ჩამშლოდა ველოსიპედით სრიალი.  რადგანაც ძლიერი ყინვისას იყინება მუხრუჭების ჟიტკოსტი და მუხრუჭი აღარ გემორჩილება. ასევე ემართება კასეტასაც, ყინვისას იყინება და ტრიალებს ნეიტრალურად. ამიტომ გირჩევთ თუ ვინმე დააპირებს წასვლას გუდაურში ველოსიპედით გამოიყენოს სპეციალური ზამთრის ყინვა გამძლე ზეთი. იმ დღეს სულ მოვასწარი 11-ჯერ ველოსიპედით მეორე საბაგიროდან ჩამოსრიალება. მესამე საბაგიროზე “კუდებზე” არ გამიშვეს სპასაწელებმა რადგან შეიძლება ვინმე დაგეჯახოს ან ვინმეს დაეჯახოვო. გუდაურში ვსრიალებდი  ზღვის დონიდან  2600 მეტრ სიმარღიდან. მაქსიმალური სისწრაფე განვავითარე 90-კმ  საათში. შეიძლებოდა მეტი სიჩქარის  განვითარება, მაგრამ თოვლის საფარი არ იყო სათანადოდ გაყინული და არ მაძლევდა მეტი სიჩქარის განვითარების საშვალებას. თხილამურებზე ვიცი სრიალი, მაგრამ ველოსიპედით სრიალის მერე აგარ ვაპირებ თხილამურებით დავკავდე. სულ სხვა შეგრძნებაა როცა ეშვები ველოსიპედით დათოვლილ მთიდან და მოდიხარ ციცაბო მთის ფერდობზე თხილამურებზე სწრაფად და თან წინ პეიზაჟად გეშლება ხელის გულივით კავკასიონის დათოვლილი ულევი მთები.

ინფორმაციისათვის მინდა მოგაწოდოთ რომ გუდაურში მეორე საბაგიროზე  ველოსიპედით ასვლა და დაშვება არის გუდაურის ადმინისტრაციისაგან სასტიკად აკრძალული! ამიტომ ვისაც სურვილი გექნებათ ველოსიპედით ისრიალოთ პირველი საბაგირო არის ველოსიპედისათვის სასრიალოდ თავისუფალი. ჩემი რჩევა იქნება არ გამოიყენოთ რესკი ტორმუზი თოვლში და დაიცავით ბერკეტული თანასწორობა წინა და უკანა ველოსიპედის საბურავზე თორემ შეიძლება თავით ჩაერჭოთ თოვლში. აუცილებელია გეკეთოთ თავზე ჩაფხუტი და მუხლების დამცავები.  გაითვალისწინეთ ტორმუზების სისტემა რომელიც ამუხრუჭებს რეზინის მიდებით დისკზე ის არ გამოგადგებათ, რადგანაც დასველებისას მუხრუჭს აღარ იჭერს. აუცილებელია გეყენოთ ტორმუზები აპორნი სისტემაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მეილზე.

უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავ რამოდენიმეჯერ წასვლას გუდაურში ველოსიპედით სასრიალოდ. თუ ვინმეს სურვილი აქ წამოსვლის დამიკავშირდით წინასწარ.

Posted on: 15 January 2010 by: admin @ 19:26 Filed under: Mountain Biking — Tags: , , , ,

Ride Planet Earth Messages – Tbilisi, Georgia

Ride Planet Earth Messages – Tbilisi, Georgia from Andrew Welch on Vimeo.

Ride in Birtvisi mountain forest

ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი წასული ველოსიპედით თეთრიწყაროს რაიონში ბირთვისების ტყეში ღამის თევით მეგობრებთან ერთად. შუა ტყეში დამონტაჟეს აპარატურა და გავმართეთ დიდი დისკოტეკა გათენებამდე. მოწვეული გვყავდა 5 ქართველი და უცხოელი დიჯეი რომლებმაც შეასრულეს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია. ბირთვისები განსაკუთრებულად კაია ველოსიპედით მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით მათვის ვისაც იზიდავს ექსტრიმი. მოვიარე მთელი ციხე სიმაგრეები და მდინარეები ველოსიპედით.

Georgia Pshav-khevsureti Shatili 2009 (121)

Posted on: 30 October 2009 by: admin @ 13:26 Filed under: Mountain Biking — Tags: , ,
Older Posts »