Gudauri ride 7.02.2010

თებერვალში ხელმეორედ ვიყავი გუდაურში წასული ველოსიპედით. ამინდები დაემთხვა ცოტა ღრუბლიანი მაგრამ სამაგიეროდ იყო თბილი ამინდი. რამოდენიმე დღე გავჩერდი ბებოსთან სოფელში საიდანაც მანქანით გუდაური არის 15 წუთის სავალზე. დილით ბებოს ვუჭრიდი შეშას ვუწმინდავდი თოვლისგან ეზოს და გამომდიოდა დილის ვარჯიში. მოკლედ გამომივიდა კაი დასვენება. ყოველ დილით გუდაურში ავდიოდი და ვეშვებოდი მთებიდან ველოსიპედით. როგორც იქნა გავაშვებინე თავი მესამე საბაგიროზე “კუდებზე” და მოვახერხე რამოდენიმეჯერ ჩამოსვლა. წვერზე გადავიღე ლამაზი სურათები მეგობრებთან ერთად, შეგიძლიათ ფოტოები  ფოტო გალერიაში იხილოთ. ამინდები იყო ძალიან ცვალებადი, ხან იყო ნისლი ხან მზე და ულამაზესი იყო კავკასიონი. გუდაურში შევხვდი არაჩველებრივ მეგობარ მამუკას, რომელსაც ასევე ძაან უყვარს ველოსიპედი და დროებით მუშაობს “M” ჯგუფის მენეჯერად გუდაურში. მამუკამ დაგვპატიჯა თავისთან სასტუმროში ჩაიზე და ხაჭაპურზე და გვაყურებინა დისკზე ჩაწერილი ფრირაიდი და სთრითის ფილმები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მამუკას პატივისცემისთვის.
წამოსვლისას თოვლი უკვე დნებოდა ქაშდებოდა და ველოსიპედის საბურავები ეფლობოდა თოვლში. სეზონი უკვე მიდის და ვეცდები ხელმორედ მარტში ავიდე და დილით ვიკატავო გაყინულ თოვლზე “ფირნზე”.
რჩევას მოგცემთ ჩემი გამოცდილებიდან რომ თუ ვინმე დააპირებს წასვლას გუდაურში ველოსიპედით ჩაიცვით წყალგაუმტარი ფეხსაცმელები და წყალგაუმტარი წინდები. მე მასე ვხმარობ და ფეხი არ მეყინება.
ხვალ 6 მარტს კიდევ მივდივარ სამი დღით გუდაურში ველოსიპედით და თუ საბაგირო იმუშავებს ვეცდები უფრო მაღალ მწვერვალზე ავიდე “საძელეზე” რომელიც მყინვარწვერს უყურებს პირდაპირ და სურათებს გადავიღებ. თუ ვინმე იქნებით გუდაურში და კითხვები გექნებათ საკონტაქტო ნომერი იცით და ყველაფერში სიამოვნებით დაგეხმარებით.

Posted on: 14 February 2010 by: david @ 8:15 AM Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,