Road of Tamar king 25.06.2010

წინა შაბათს “ჯეორიდერებს” სტუმრად ეწვივნენ მეგობრები ლიტვიდან. დილით ადრე გავემართეთ თამარ  მეფის გზაზე ველოსიპედებით, ვიარეთ უღრანი ტყით მთის კალთებზე. სტუმრები დაიშოკნენ წიაღის სილამაზით. სასიამოვნო ამინდი იყო არც ძაან ცხელოდა და ძალიან ვისიამოვნეთ მთიან გზაზე სიარულით. უკან დაბრუნებისას უცაბედად წამოვიდა კოკისპირული წვიმა და კარგადაც გვაბანავა. მაგრამ მანამდე განცდილმა სიამოვნებამ ყველაფერი გადაფარა.

Posted on: 29 June 2010 by: david @ 11:43 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , , ,

Udzo Monastery Ride

წინა კვირა დღეს ვიყავით  წასულები უძოს მონასტერში.სტუმრად გვყავდა მშვენიერი ფილიპინელი მანდილოსანი მილინდა.დილით ადრევე გავემგზავრეთ ტყის ვიწრო ბილიკებით უძოს მონასტრისაკენ.გზაში სამი – ოტხჯერ იწვიმა რაც გვიქმნიდა უფრო მეტ ექსტრემალურ განწყობას.მცირე მონაკვეთებში მიწის საფარის სისველის გამო გვიხდებოდა ველიკებიდან ჩამომოქვეითება.ბუნების მკაცრმა ამინდმა მაინც ვერ შეგვიშალა ხელი მონასტერის სანახავად გამგზავრებულ ჯგუფს, რომ უარი გვეთქვა მონასტრის მონახულებაზე. ბუნება იყო ულამაზესი თავისი სიმწვანით,მდინარეები იყო ადიდებული და მოყვებოდა ტბის თევზი.ყველა ვიყავით დიდი შემართებით გამშჭვალულები. მწვერვალზე მიახლოვებისთანავე გავეხვიეთ სქელ ნისლში.მონასტრის დათვალიერების შემდეგ გავშალეთ პიკნიკი ბუნებაში.დავკრიფეთ ტყის სოკო,დავიჭირეთ გზადაგზა თევზი, შემდგომში შევწვით ეს ყველაფერი და გემრიელად შევექეცით.

.Georgia 2009 may (20)

Posted on: 1 July 2009 by: admin @ 2:27 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,