The opening season 2010

მოვიდა ზაფხული დათბა და გაიხსნა სეზონი ველოსიპედით კატაობის. სეზონის გახსნისას წავედით კოჯორში და გადავედით წვერის მონასტერში თეთრი წყაროს რაიაონში. ბუნება იყო ულამაზესი თავისი სიმწვანით. გზადაგზა მივირთმევდით მიწიდან ამოსულ მინერალურ წყალს.
უკანა გზაზე დაბრუნებისას ვიბანავეთ ჩვენს მიერ გაკეთებულ ტბაში, რომელიც დავაგუბეთ ხელით წავკისის უღრან ტყეში. ჩვენს მიერ გაკეთებულ ტბას უერთდება მთიდან წამოსული ანკარა წყარო, სადაც ყოველ საღამოს ვბანაობთ “ჯეორაიდერები”.  ჩვენი ტბა არის გასაიდუმლოებულ ადგილას და ყველას არ შეუძლია მისი პოვნა.

Posted on: 29 June 2010 by: david @ 11:20 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , , ,

Ride in snow up to the Tbilisi hills 19.01.2010

DH-XC 038 

19 იანვარს ნათლისღებას ვიყავით კოჯორში ასულები ოთხი კაცი. ახალი თოვლი იყო მოსული დაახლოებით 30 სანტიმეტრი და მაგარი სილამაზე იყო გარშემო. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, გამოვიდა მაგარი მზე და მზის სხივებმა დაათბო არემარე. მერაბს ცეპი გაუწყდა გზაში, აღმართზე ასვლისას გადართო სიჩქარეში და მაგი გახდა გაწყვეტის მიზეზი. კოჯრიდან უკან გაუკვალავით დავეშვით თბილისისკენ და მაგრა ვისიამოვნეთ თოვლზე სრიალით. ჩემსას და აკას ველოსიპედს მუხრუჭები ქონდა რეზინის მიდებით რომ ატორმუზებს დისკზე და თოვლში რომ დასველდა ფაქტიურად აღარ იჭერდა ორივე მუხრუჭი და მოგვიწია ტეხნიკის ხარჟზე დაშვება დარმართში. ფაქტიურად უტორმუზოდ ჩამოვსრიალდით თბილისამდე. ჩამოსვლისას იქვე აღმოვუჩინეთ მერაბის ველოსიპედს დახმარება და ხელსაწყოს დახმარებით გადავაბით ცეპი.

Posted on: 4 February 2010 by: david @ 9:34 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , , , , , ,

Tbilisi Loop

ცოტა ხნის წინ მყავდა სამი ძალიან საინტერესო ამერიკელი სტუმარი რომლებიც დავპატიჟე ველოსიპედით საკატაოდ. თბილისიდან ველოსიპედებით ავედით კოჯორში და დავბრუნდით ტაბახმელის ტყის ბილიკებით უკან პირდაპი ძველ თბილიში და ვივახშმედ შარდენზე სადაც პირველად გამასინჯეს ამერიკული ჰამბურგერი სახელად სააკაშვილი.

Georgia Tbilisi 2009 (4)

Posted on: 30 October 2009 by: admin @ 12:34 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , ,