ერთი კვირის წინ ვიყავით წასულები მანგლისში. წყნეთამდე ავედით ჩვენი მიკრო ავტობუსით და იქიდან გავაგრძელეთ გზა ველოსიპედებით მანგლისისკენ. გზის მონაკვეთი ვიარეთ სულ ასფალტით. ტრანსპორტი ამ მხარეში მოძრაობს ძალიან იშვიათად და არ უქმნის ველო მრბოლელს არავითარ დისკომფორტს. ამინდი იყო შესანიშნავი. ბუნება იყო ულამაზესი და იყო სუფთა ჰაერი. გავიარეთ დიდგორი და ასევე ბევრი ისტორიული ადგილი. თბილისიდან მანგლისამდე და უკან გზაზე მანძილი გავიარეთ სულ 125.კმ. 4საათში. მოგზაურობა იყო დაუვიწყარი იმხელა სიამოვნება განვიცადეთ.
Manglisi resort ride
წინა კვირა დრეს მთის ველო ბაიკერები ვიყავით ველოსიპედებით წასულები მანგლისში. ამინდი იყო შესანიშნავი რადგანაც კარგად გრილოდა. ბუნება იყო ულამაზესი. მოვინახულეთ რამოდენიმე ციხესიმაგრე. ვიარეთ ტყის ბილიკებით უღრან ტყეში. მთაში შემოგვხვდა 12 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. 5საათი სეირნობის შემდეგ დავეშვით უკან თბილისში.














