Manglisi rockdoor monastry ride 7.08.2010

7  აგვისტოს ჯეორიდერები წასული ვიყავით ორი დღით თეთრიწყაროს რაიონში დაბა მანგლისში. საღამო იყო როცა ჩავედით მიკრო ავტობუსით. შუა ღამისას დავიძარით ველოსიპედებით ალპურ ზონისკენ ღამის ფარნებით. ავედით მწვერვალზე მოვნახეთ ლამაზი ადგილი და გავშალეთ კარავი. ცა იყო ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი და ვაკვირდებოდიტ ვარსკვლავთა ცვენას, სიჩუმე იდგა და ისმოდა მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი. მეორე დილით გავემგზავრეთ მანგლისის დაცულ ტერიტორიაზე ველოსიპედებით. მანამდე ვიცურავეთ ბურატინოს ტბაში ცოტა გავგრილდით და დავგეგმეთ 10 კილომეტრიანი მარშრუტი, რადგანაც დრო არ გვრჩებოდა იმის რომ კლდეკარის მონასტერში გადავსულიყავით. მარშრუტი გამოგვივიდა ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავი. ვიარეთ მდინარეებში და დაბურულ წიწვოვან ტყეში. საღამოს მარშრუტიდან  დაბრუნებისას ვიბანავეთ მდინარეში და გამოვემარტეთ მიკრო ავტობუსით თბილისში. შემდეგში ვგეგმავთ კლდეკარის მონახულებას.

Posted on: 11 August 2010 by: david @ 22:14 Filed under: Mountain Biking — Tags: ,

Manglisi ride

ერთი კვირის წინ ვიყავით წასულები მანგლისში. წყნეთამდე ავედით ჩვენი მიკრო ავტობუსით და იქიდან გავაგრძელეთ გზა ველოსიპედებით მანგლისისკენ. გზის მონაკვეთი ვიარეთ სულ ასფალტით. ტრანსპორტი ამ მხარეში მოძრაობს ძალიან იშვიათად და არ უქმნის ველო მრბოლელს არავითარ დისკომფორტს. ამინდი იყო შესანიშნავი. ბუნება იყო ულამაზესი და იყო სუფთა ჰაერი. გავიარეთ დიდგორი და ასევე ბევრი ისტორიული ადგილი. თბილისიდან მანგლისამდე და უკან გზაზე მანძილი გავიარეთ სულ 125.კმ. 4საათში. მოგზაურობა იყო დაუვიწყარი იმხელა სიამოვნება განვიცადეთ.

Georgia, Chokhlt Khevi - May 2009 (16)

Posted on: 22 August 2009 by: admin @ 12:55 Filed under: Mountain Biking — Tags: , , , , ,

Manglisi resort ride

წინა კვირა დრეს მთის ველო ბაიკერები ვიყავით ველოსიპედებით წასულები მანგლისში. ამინდი იყო შესანიშნავი რადგანაც კარგად გრილოდა. ბუნება იყო ულამაზესი. მოვინახულეთ რამოდენიმე ციხესიმაგრე. ვიარეთ ტყის ბილიკებით უღრან ტყეში. მთაში შემოგვხვდა 12  მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. 5საათი სეირნობის შემდეგ დავეშვით უკან თბილისში.

copy1

Posted on: 7 July 2009 by: admin @ 12:00 Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,