Ride earth

გვესტუმრა მსოფლიო ველო მოგზაური Km Nguyen. კიმი ჩამოვიდა ავსტრიიდან სულ ველოსიპედით საქართველოში. გზად გამოიარა 20 ქვეყანა და მოგზაურობას დაასრულებს დანიაში 4თვეში. სადაც მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო გამოფენაზე სადაც წარადგენს საქართველოში გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალასაც. კიმს გავუწიე 5 დღიანი მასპინძლობა. გავაცანი ქართული კულტურა და ადათ წესები. ძაან მოიხიბლა ქართული სტუმართ მასპინძლობით და ქართული სუფრით. ჩვენ რისი მთის ველო ბაიკერები ვიქნებოდით რომ არ წაგვეყვანა ველოსიპედით მთაში. ავედით კუსტბაზე სადაც კიმმა იცურავა და გავაგრძელეთ გზა ზემოთ მთაში წყაროს მიმართულებით. გზაში შეგვხვდნენ რუსთაველი ველო ბაიკერები რომლებიც დაგვემგზავრნენ თან.
მეორე დღეს ტელო კომპანია Rustavi2 -მა  მოამზადა ჩვენზე რეპორტაჟი რომელიც გაშვებული იქნა 9საათიან კურიერში. კიმს ძალიან მოეწონა საქართველო მისი ბუნება კუსტბა მისი შემოგარენი და გაოცებულიც კი დარჩა ჩვენი ფიზიკური მომზადებით. დაგვპირდა რომ კიდევ ერთხელ ესტუმრება საქართველოს.
Georgia,Tbilisi.Svan Tower (15)

Posted on: 28 August 2009 by: admin @ 10:48 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,

Turtle Lake ride

წინა კვირას დილით ადრე 7საათზე კუს ტბაზე ავედით კლუბის წევრები. ამინდი იყო შესანიშნავი მთის ველო მოგზაურობისათვის. ვიარეთ გრილ ამინდში. კუსტბიდან ბილიკებით გადავედით მილის წყაროზე და დავეწაფეთ  მთიდან გამოსულ ყინულივით ცივ წყაროს. პატარა დასვენების და პიკნიკის შემდგომ დავეშვით ვიწრო ტყის ბილიკებით უკან თბილისში. მოგზსაურობა იყო საინტერესო და კარგადაც ვიხალისეთ.

თუ მსურველები ბრძანდებით იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად საქართველოს მთიან რელიეფში და განიცადოთ ნამდვილი ექსტრემალური შეგრძნება, მაშინ შემოგვიერთდით იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და გახდით კლუბის წევრები. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაკტო ნომერზე.

Georgia 2009 may (14)

Posted on: 28 July 2009 by: admin @ 11:06 AM Filed under: Mountain Biking — Tags: , ,