წინა შაბათს “ჯეორიდერებს” სტუმრად ეწვივნენ მეგობრები ლიტვიდან. დილით ადრე გავემართეთ თამარ მეფის გზაზე ველოსიპედებით, ვიარეთ უღრანი ტყით მთის კალთებზე. სტუმრები დაიშოკნენ წიაღის სილამაზით. სასიამოვნო ამინდი იყო არც ძაან ცხელოდა და ძალიან ვისიამოვნეთ მთიან გზაზე სიარულით. უკან დაბრუნებისას უცაბედად წამოვიდა კოკისპირული წვიმა და კარგადაც გვაბანავა. მაგრამ მანამდე განცდილმა სიამოვნებამ ყველაფერი გადაფარა.
The opening season 2010
მოვიდა ზაფხული დათბა და გაიხსნა სეზონი ველოსიპედით კატაობის. სეზონის გახსნისას წავედით კოჯორში და გადავედით წვერის მონასტერში თეთრი წყაროს რაიაონში. ბუნება იყო ულამაზესი თავისი სიმწვანით. გზადაგზა მივირთმევდით მიწიდან ამოსულ მინერალურ წყალს.
უკანა გზაზე დაბრუნებისას ვიბანავეთ ჩვენს მიერ გაკეთებულ ტბაში, რომელიც დავაგუბეთ ხელით წავკისის უღრან ტყეში. ჩვენს მიერ გაკეთებულ ტბას უერთდება მთიდან წამოსული ანკარა წყარო, სადაც ყოველ საღამოს ვბანაობთ “ჯეორაიდერები”. ჩვენი ტბა არის გასაიდუმლოებულ ადგილას და ყველას არ შეუძლია მისი პოვნა.
Open Mountain bike race 27.03.2010
27 მარტს თბილისში ჩატარდა დიდ დიღომში შეჯიბრი მთის ველო სახეობაში. ეს იყო სეზონის გახსნა. წმინდა გამრჯვებით გამოვლინდა გამარჯვებული ბესო გავაშელი, მან პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მინდა მივულოცო. ამ წელს დაგეგმილია მთის ველო სახეობაში ბევრი შეჯიბრება და ბევრი პრიზი. ეს შეჯიბრი მთის ველო სახეობაში საქართველოში ჩატარდა მეორედ.
შემდეგი შეჯიბრი დაგეგმილია 25 აპრილს. მონაწილეობა შეეძლება ყველა მსურველს. თანაორგანიზატორია თბილისის მერია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს საკონტაქტო ნომრის ან მეილის საშვალებით. ყველას გისურვებთ “ჯეორაიდერები” წარმატებებს.












