გუშინ წავედი მარტო კოჯორში სპეციალურად საღამოს კუსტბის გავლით ველოსიპედი KONA- თი და საათი და თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ უკვე კოჯორში ვიყავი რომ დამიღამდა გზაში. ტემპერატურა ველოკომპიუტერზე 18 გრადუს მიჩვენებდა, სასიამოვნოდ გრილოდა ასე რომ სიცხეს არ შევუწუხებივარ და სწრაფად ვიარე. თან წაღებული მქონდა ღამის ძლიერი ნათების ფარნები, ერთი ჩაფხუტზე დავიმაგრე და მეორე ველოსიპედის ვილკაზე და დავეშვი უღრანი ტყის ბილიკებით ყოფილი პიონერთა ბანაკის გავლით მდინარის ნაპირზე დაბლა თბილისისკენ, 17 კმ ვიარე ტყეში უკუნით სიბნელეში მარტომ. გზაში რამოდენიმეჯერ თვალი მოვკარი ჩემგან ახლოს ჩემ ნაცნობ მგელს და ტურებს. ასევე ბევრია გარეულ კურდღელი ტყეში.
წინა კვირას მე და ჩემი მეგობარი ხაიმი ერთად ვიყავით წასული ღამის ველო ტურზე კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 3 საათზე და ძალიან ექსტრემალური ტური გამოგვივიდა, დავეშვით ბილიკებით და ხედად გადაგვეშალა ღამის განათებული თბილისი. დაუვიწყარი სილამაზე ვიხილეთ.
Night ride in Kojori single track Coucasus mountain 24.08.2010
Mountain bike trip in Tbilisi 24.07.2010
24 ივლის ჯეორიდერები უცხოელ სტუმარტან ერთად გავემართეთ კოჯრის მიმართულებით. გზადაგზა რამოდენიმეჯერ შევჩერდით და გადავიღეთ სურათები. ვილაპარაკეთ შემდგომ მარშრუტებზე და გადავწყვიტეთ შემდგომ კვირას ბორჯომში გამგზავრება.
Road of Tamar king 25.06.2010
წინა შაბათს “ჯეორიდერებს” სტუმრად ეწვივნენ მეგობრები ლიტვიდან. დილით ადრე გავემართეთ თამარ მეფის გზაზე ველოსიპედებით, ვიარეთ უღრანი ტყით მთის კალთებზე. სტუმრები დაიშოკნენ წიაღის სილამაზით. სასიამოვნო ამინდი იყო არც ძაან ცხელოდა და ძალიან ვისიამოვნეთ მთიან გზაზე სიარულით. უკან დაბრუნებისას უცაბედად წამოვიდა კოკისპირული წვიმა და კარგადაც გვაბანავა. მაგრამ მანამდე განცდილმა სიამოვნებამ ყველაფერი გადაფარა.



