Udzo Monastery Ride

წინა კვირა დღეს ვიყავით  წასულები უძოს მონასტერში.სტუმრად გვყავდა მშვენიერი ფილიპინელი მანდილოსანი მილინდა.დილით ადრევე გავემგზავრეთ ტყის ვიწრო ბილიკებით უძოს მონასტრისაკენ.გზაში სამი – ოტხჯერ იწვიმა რაც გვიქმნიდა უფრო მეტ ექსტრემალურ განწყობას.მცირე მონაკვეთებში მიწის საფარის სისველის გამო გვიხდებოდა ველიკებიდან ჩამომოქვეითება.ბუნების მკაცრმა ამინდმა მაინც ვერ შეგვიშალა ხელი მონასტერის სანახავად გამგზავრებულ ჯგუფს, რომ უარი გვეთქვა მონასტრის მონახულებაზე. ბუნება იყო ულამაზესი თავისი სიმწვანით,მდინარეები იყო ადიდებული და მოყვებოდა ტბის თევზი.ყველა ვიყავით დიდი შემართებით გამშჭვალულები. მწვერვალზე მიახლოვებისთანავე გავეხვიეთ სქელ ნისლში.მონასტრის დათვალიერების შემდეგ გავშალეთ პიკნიკი ბუნებაში.დავკრიფეთ ტყის სოკო,დავიჭირეთ გზადაგზა თევზი, შემდგომში შევწვით ეს ყველაფერი და გემრიელად შევექეცით.

.Georgia 2009 may (20)

Posted on: 1 July 2009 by: admin @ 2:27 PM Filed under: Mountain Biking — Tags: , , ,